გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – ეთუნა ბარამიძემ და ანანო გუდავაძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპის კანდიდატები არიან.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას – „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით ჯილდოვდებიან.
https://www.etaloni.ge/