“ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და საზაფხულო ბანაკებზე უარის თქმა მოგვიწევს”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია:

„ვიდრე ახალ შეზღუდვებზე ვისაუბრებთ, ის, რაც დღეს დარჩა ძალაში, ეს უნდა აღსრულდეს. აქ არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე, დიდ დაბადების დღესა და დიდ ქორწილზე, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან საშიშია.

მაგალითად ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ბავშვების საზაფხულო ბანაკებზე, ბოლო პერიოდში ბავშვებში გაიზარდა მაჩვენებელი, ეს სარისკოა, უარის თქმა მოგვიწევს. ჯერ ვსაუბრობთ, რომ არააუცილებელი გასართობი ღონისძიებებისგან თავი შევიკავოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კონტროლი, თუ მოსახლეობამაც არ შეგვიწყო ხელი ძალიან გაგვიჭირდება“, – აღნიშნავს გაბუნია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share