სენატორი – სამარცხვინოა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები ყურადღების გადატანას ცდილობენ

შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად, წერილობით ეხმიანება.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ „სამარცხვინოა“ ქართული ოცნების ლიდერების მცდელობა მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია. “ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ”, – აცხადებს სენატორი.

კარდინი მოუწოდებს მათი დასჯისკენ „ვინც პასუხისმგებელია ლაშქარავას გარდაცვალებაზე“. “5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ”, ამბობს ის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share