გურიის მოამბე

“ღარიბაშვილს თავისი გაჭირვებია, იცის, რომ ქუჩაში მინიმუმ შეაფურთხებენ, მაქსიმუმ წამოარტყამენ”

ღარიბაშვილს თავისი გაჭირვებია, ასეთი გაჭირვებული რომ დაიბადა, დაცვის გარეშე ვერ გადის მინიმუმ შეაფურთხებენ და მაქსიმუმ წამოარტყამენ – ამბობს შალვა ნათელაშვილი, რომელიც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების უკან მხოლოდ პუტინსა და მისი დაკვეთის შემსრულებლებს ხედავს:
“ამ პროცესებს სათავეში უდგას პირადად ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი. ეს მთელი პროცესები, ჯგუფები, ვითომ ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც ერთხელაც არ ჩასულან ცხინვალთან და ერგნეთთან სხვათა შორის და დიდი გული რო აქვთ ჟურნალისტებთან და ფიზიკურად სუსტებთან, აი ესენი იმართებიან მოსკოვიდან. იქედან წამოსული მილიონებით აკეთებენ მერსედესის ფულს, პურის ფულს თუ პირადი თვითმფრინავის ფულს, მაგრამ ქუჩაში რომ დარბიან, ამ ბიჭებს გადაუგდებდნენ რაღაცას ცოტას, და დანარჩენი მილიონებია გამოყოფილი… მოკლედ, დიდი ფული კეთდება მოსკოვში და მერე სწორედ ჩვენ გვიტრიალდება სიკვდილად, გვიტრიალდება სახელმწიფოებრიობის რყევად და ამ პროცესში ჩართულია ივანიშვილის ხელმძღვანელობით სახელწიფო აპარატი, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მან მისცა სრული კარტბლაში თავის სახელმწიფო აპარატს რომ არ შეეშალათ ხელი ამ პროცესებისათვის, მოძალადეებისათვის. მოსკოვში მისცა გარანტიები, რომ აქ პროცესები ისე წავა, რომ ამერიკა და დასავლეთი ღრმად ვერ შემოვა და ისეთი ბალანსი გაკეთედება, რომ ყველაფერი ფაქტიურად რუსეთმა აკონტროლოს, სიტყვით კი ხელისუფლება იყოს პროდასავლური. ეს ცნობილი მეთოდია. შევარდნაძეც მიმართავადა დაბალანსების პოლიტიკას. ეხლა შევარდნაძეს ვერ შევადარებ ამათ, ის პოლოტიკოსო იყო და ეს კრიმინალია. ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ წარსულიდან. ოპოზიციას მიეცა ისტორიული შანსი, გაასწოროს ის გადახრა, დარღვევა თუ გადაცდომა, რაც დაუშვა და ეს მძიმე პროცესები გამოიწვია. ოპოზიცია პარლამენტში კი არ უნდა შევიდეს, არამედ უნდა დაწერონ განცხადებები პარლამენტიდან გასვლის შესახებ და დამერწუნეთ ორ კვირაში დასავლეთი აიძულებს ივანიშვილს რომ გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტვ “პირველთან”, რომელიც ასევე შეეხო ღარიბაშვილისა და გომელაურის გადადგომის საკითხს:
“ვინ კითხავს თუნდაც გაჭირვებულ ღარიბაშვილს, თავისი თავი გაჭირვებია ასეთი რომ დაიბადა. ქუჩაში ვერ გავა დაცვის გარეშე, ყველა შეაფურთხებს, მინიმუმ და მაქსიმუმ თუ არ წამოარტყეს კიდეც. ამიტომ მთავარი ბოროტებაა მოსაცილებელი. გომელაურს რა პასუხი უნდა მოსთხოვო? ვინ კითხავს გომელაურს აი ამ პოლიტიკური პროცესების? ” – ამბობს ნათელაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: