ასეც ხდება ცხოვრებაში რომ ადამიანს თავისი სამშობლო აღარ უყვარს, დარწმუნებული ვარ ბიძინა ეგეთია უკვე- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ მთავარ არხზე ნიკა გვარამიასთან.
“ახლა გამახსენდა ათი წლის წინ რუსეთში ჟირინოვსკის მიერ ნათქვამი სიტყვები- “საქართველო დავაქუცმაცოთ, გავაკეთოთ გუბერნიათ და ეს პრობლემა მოხსნილი იქნებაო.”
ჟირინოვსკის მაყურებელია პუტინი, ჩვენი მაყურებელი გამოდის პარლამენტის დირექტორი ივანიშვილი, სულში ჩაგვაფურთხა, რაც გასაფუჭებელი იყო, უკვე ყველაფერი გააფუჭა. ამიტომ უნდა მოვიდეთ ყველა, ვისაც სიარული შეგვიძლია ხვალ აქციაზე, თორემ ის დროც მოვა რომ ავტომატიანი რუსებიც მოვლენ, ბიძინას მეგობრები. მაშინ უკვე გვიანი იქნება.
ასეც ხდება ცხოვრებაში რომ ადამიანს თავისი სამშობლო აღარ უყვარს, დარწმუნებული ვარ ბიძინა ეგეთია უკვე. ამიტომ ხვალ ყველანი რუსთაველზე უნდა მივიდეთ.”