ვაკო ავალიანი ტელეკომპანია მაესტროს დირექტორის პოსტს ტოვებს.
ამის შესახებ მან Facebook-ზე თავად დაწერა. როგორც ვაკო ავალიანი წერს, არხზე რამდენიმე პროექტით ბრუნდება მუსიკოსი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, არხის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია.
“ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია!
ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს”. – წერს ვაკო ავალიანი. 2016 წელს მაესტრო GDS-თან ერთად იმედმა შეიძინა და სამთავრობო არხების მედიაჰოლდინგი შექმნა.