“ამ ფარჩაკებს სუსი უმაგრებდათ ზურგს!” – ემზარ კვიციანის ბრალდება სუს-ს

ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი, გურამ ფალავანდიშვილისა და “ალტ ინფოს” დამფუძნებლის სახლების ჩხრეკის ფაქტს ეხმაურება და წერს:

“ეს თუ მართალია ესეიგი რასაც ვიძახდი, რომ სუსი ბოლო მომენტში დააღალატებს ეროვნულ ძალებსთქო ახდა!!!

აი ამიტომ არ ვერევი არაფერში!

საქმე თუ გინდა გააკეთო ის სწორად უნდა დაიწყო!

ამ ფარჩაკების ზედმეტი თავდაჯერობა მეტყველებდა იმაზე,რომ სუსი უმაგრებდათ ზურგს!!!”

კომენტარებში წერენ:

“მე ვფიქრობ დასავლეთის ზეწოლას ვერ გაუძლო მთავრობამ, და დააჭერინებენ ალტ ინფოს ხალხს…..პირიქით ახლაა ერთად დგომის დრო და ბრძოლის არა თუ არჩარევის. ნუ სუსი დამოუკიდებელი ინსტიტუცია ხომ არა, რასაც მთავრობა კარნახობს იქეთ მიყავთ საქმე, მთავრიბა კი წნეხშია დასავლეთის. ახლა წყდება ან ვიქნებით ან ან არ ვიქნებით და ჩავეფლობით ჭაობში სამუდამოდ რაც არ უნდა დაუშვათ. ლიბერასტული და არაკონსერვატიული ხალხი თუ გაიმარჯვებს საქართველო უახლოეს მომავალში აღარ იარსებებს.”

“მიხარია,ბატონო ემზარ,რომ არ გაგიჭირდათ მაგათი “გაშიფვრა”, ეგეთები გულანთებულ ადამიანებს მუდმივად იყენებენ “ფასადად” თავიანთი სარგებლისათვის და ბოლოს გულწრფელი ხალხი რჩება დაზარალებული. ვწუხვარ,რომ უამრავი ნამდვილი პატრიოტი ბრმად გამოიყენეს და გაუცნობიერებელ ცოდვაში ჩაადგმევინეს ფეხი, განა,ვინ ვის რას ართმევდა უბედური ლექსოს სიცოცხლის ფასს?!”

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share