90 მილიონი ლარი საწოლფონდის შესაძენად, 115 მილიონი საკარანტინე სივრცეებისთვის – ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ პანდემიის დროს გახარჯულ კოლოსალურ თანხებზე კვლევას თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს.
დოკუმენტიდან ირკვევა რომ მთავრობამ მილიონობით ლარი დახარჯა, თუმცა რას მოხმარდა ხალხის ფული ბუნდოვანია.
კვლევაში ვკითხულობთ რომ ხელისუფლება ოცნების შემომწირველებთან აფორმებს კონტრაქტებს და ელექტრონული ტენდერების ნაცვლად ერთი პირისგან ყიდულობს.
Covid-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.