ოზურგეთის სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე არ დააკმაყოფილა

ოზურგეთის სასამართლომ (მოსამართლე ციცინო როხვაძე), არ დააკმაყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი და უარი უთხრა მათ წარმომადგენლებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსი მოსამართლემ გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა
გაერთიანებული ოპოზიცია გურიის ოლქის 19 უბანში ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით მჟავანაძემ ერთი სარჩელი, ოზურგეთის სასამართლოში გუშინ წინ, მიმდინარე კვირის პარასკევს შეიტანა.
სწორედ ერთი სარჩელით იტხოვდა ოპოზიცია 19 უბანში ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას.
მოსამართლემ გაერთიანებულ ოპოზიციას 1900 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დააკისრა, ანუ თითოეულ გადასათვლელად მოთხოვნილ უბანზე 100 ლარი.
ოპოზიცია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების დაკვეთად აღიქვამს, თუმცა ამავე დროს უპრეცედენტოს უწოდებს ერთ სარჩელზე ამხელა ოდენობით ბაჟის დაკისრებას:
“ეს იმიტომ ხდება რომ ვერ გავასაჩივროთ გაყალბებული უბნები და ამავე დროს ზემდგომ ინსტანციაში ვერ გავასაჩივროთ ამ სასამართლოს გაუგონარი უკანონობა” – აცხადებენ ოპოზიციაში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share