“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორების სახლის ჩხრეკისა და საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის ფაქტს, ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანი მიშა მშვილდაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
“რა ფალავანდიშვილის სახლის ჩხრეკა თქვე კლოუნ-პასტანოვშიკებო – რად უნდა სახლის ჩხრეკა, ყრია ინტერნეტში მაგათი დანაშაულის კადრები – ძალადობრივი მოწოდებები და დანაშაულის სამხილები – პირდაპირ ყრია და იგუგლება – და ესენი სახლს ჩხრეკენ თურმე დანაშაულის ჩადენის მომენტიდან კვირაზე მეტია მერე – სიმულირებენ გამოძიებას ეს აფერისტები და თუ არ ჩავაჭირეთ ბოლომდე, არც არავის დასჯიან, იფაფხურებენ და გაჩერდებიან.
დააპატიმრეთ ფალავანდიშვილი მახარაძე და მორგოშია – ამ სამზე საკმარისი საფუძველია უკვე ძალადობის ორგანიზებისა და მოწოდების მუხლით დასაკავებლად და სხვა გზა არ გაქვთ ძალოვანებს – მიხვდეთ იქნებ.
ჩვენი პროტესტი რომ არა, ამასაც არ იზამდნენ მეგობრებო, ფაქტია აგერ, რომ მუშაობს ჩვენი პროტესტი და არ გავჩერდეთ, მივიყვანოთ ბოლომდე ეს ამბავი.
შაბათს ექვსზე ყველანი რუსთაველზე!” – წერს მშვილდაძე