აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, რომელიც ვირუსის თავდაპირველად აღმოჩენილ ვარიანტზე უფრო გადამდებია, 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ის ახლა მსოფლიოში დომინანტური ვარიანტია.
„დელტა“ ვარიანტი მსოფლიოში დომინანტურია. საქმე გვაქვს საშიშ, რთულ ვარიანტთან,“- აღნიშნა ფაუჩიმ.
ამასთან, აშშ -ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა როშელ უოლენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 70% –ით არის გაზრდილი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი – 26% –ით. მისი თქმით, სწრაფი გავრცელება ხდება ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია.
უოლენსკიმ იმ ადამიანებს, რომლებსაც აცრა არ გაუკეთებიათ, ვაქცინაციისკან მოუწოდა. მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ განსაკუტრებით ეფექტურია „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები.