გურიის მოამბე

თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქცია ბათუმშიც დაიწყო

რუსთაველის გამზირის პარალელურად, აქცია ბათუმშიც იმართება. ოპოზიციის ლიდერები და ადგილობრივები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

მსვლელობა ბათუმის დრამატული თეატრისკენ ეწყობა.

“ვაპროტესტებთ არჩევნებს. მეგობრებო, ყველა ერთად დავდგეთ – დღეს საქართველოს გადარჩენის დღეა”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ვარშალომიძე.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებს მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან – მათ შორის, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან. დედაქალაქში მარნეულიდანაც ჩამოვიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights