„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს,“- ასე პასუხობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჟურნალისტების დასმულ კითხვას, ვის შეიძლება გულისხმობდეს „ქართული ოცნება“ „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც აშშ-ს არასწორ ინფორმაციას აწვდის“.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ “ქართული ოცნების” სახელით გუშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ტონი ბლინკენის კირიტიკას უპასუხეს – ცალკეული ჩინოსნების გამო, პარტნიორებს დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდებათ – ამტკიცებს “ოცნება”