📢უმრავლესობის და შს მინისტრის მხრიდან დღევანდელ მოსმენაზე უარის თქმა მძიმე რეალობისგან გაქცევის უბადრუკი მცდელობაა. სიმართლისთვის თვალის არიდება და მწვავე შეკითხვების პანიკური შიში აგონიაში მყოფი ხელისუფლების სახეა!
ოცნება ბინძური მეთოდებით აპირისპირებს საზოგადოებას, ძალადობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, სახელს უტეხს და ანგრევს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის უკანონოდ გამოყენებულ პოლიციის ინსტიტუციას,
უკიდურეს საფრთხეში აგდებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და უსაფრთხოებას!
მჯერა, ოქტომბრის არჩევნები იქცევა ოცნების აღვირახსნილობის დასასრულის რეფერენდუმად და სწრაფი, სამართლიანი განვითარების დასაწყისად!-წერს არმაზ ახვლედიანი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე.