“რესპუბლიკური” პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა რუსთაველზე გაერთიანებული ოპოზციის აქციაზე მისულ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ოპოზიციას ქვეყნის მართვის მანდატი მისცა, თუმცა “ოცნებამ” არჩევნები გააყალბა.
ჩვენ დღევანდელ ოპოზიციას ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა ხელისუფლებაში ყოფნის, ქვეყნის მართვის მანდატი. მანდატი მისცა ქართველმა ხალხმა ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც ოპოზიციაში ყოფნის და უნდა იცოდეს პოლიტიკურმა პარტიამ, უნდა იცოდეს მისმა ამომრჩეველმა, რომ თუ არ შეგიძლია იყო ოპოზიციაში, მაშინ არ ხარ პოლიტიკური ორგანიზაცია, მაშინ შენ ისევე აორთქლდები, როგორც აორთქლდა მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება და ბევრი სხვა – 30 წელზე მეტი გავიდა, ისევ ქუჩაში, ისევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, სუსტები აღმოვჩნდით, მაგრამ მოგიტანეთ ფერი რუკაზე ახალგაზრდებს და გეხმარებით, რომ თავისუფლებაც მიიღოთ, დამოუკიდებლობა ჩვენ მოგიტანეთ, თავისუფლება თქვენ უნდა შექმნათ, ჩვენ ამაში გეხმარებით. ჩვენი აი ამ შეკრებით ჩვენ ამ ხელისუფლებას უკვე ვაზანზარებთ, მაგრამ მას ჩვენ ჯერ ვერ ვამარცხებთ. ჩვენ ბრძოლა გვექნება მშვიდობიანი, პრინციპული, – ამბობს დავით ბერძენიშვილი.