ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო ჯიბუტის ინფორმაციით, მოსახლეობის გადამოწმების მიზნით, ხვალ, ბახმაროში ეპიდემიოლოგები ავლენ და მასიურ ტესტირებას ჩაატარებენ: _ “ხვალ მივდივართ ბახმაროში და გადამოწმებიე მიზნით ჩავატარებთ მასიურ ტესტირებას.
დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის 4 პირი, რომელსაც კორონავირუსი ბახმაროში გამოუვლინდათ, კურორტზე არ დაინფიცირებულან და როცა კურორტზე ავიდნენ, უკვე ჰქონდათ ვირუსი”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯიბუტმა.