“8 საათამდე, თუ ბიძინა ივანიშვილი არ გამოვა და არ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, ჩვენ გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე. გავდივართ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან” _ ეს განცხადება ბათუმში მიმდინარე აქციაზე, რამდენიმე წუთის წინ ჯელალ ქიქავამ გააკეთა. სცენიდან სიტყვით მიმართვის დროს, ქიქავამ აღნიშნა, რომ 8 საათის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მოთხოვნის შესრულების აუცილებლობაზე განცხადებები გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებმაც გააკეთეს.