როგორ მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკურ ვითარებაზე, რიტორიკული კითხვაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას. ახლა, მიუხედავად პანდემიისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვებრძვით, ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდისა და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ამ პოზიტივს და გავაძლიეროთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა ძალამ იგრძნოს და გაიზიაროს სრული სიმძიმით ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის ერთგული მთავრობა ვართ”.
– ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.