“გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერ?” | სოზარ სუბარი “მთავარის” ჟურნალისტს

“ქართული ოცნების” დეპუტატები კრიტიკული მედიის კითხვებს ისევ გაურბიან. “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას დედაქალაქის მერთან დაკავშირებით, სოზარ სუბარი ცინიკურად პასუხობს:

“გადააყენეთ მთავრობა თუ ჯერ ვერა? გადააყენეთ მთავრობა თუ ჯერ ვერ გადაგიყენებიათ….თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ?”, – თქვა სუბარმა.

უკვე ერთ კვირაზე მეტია ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე მოძალადეების დასჯას მოითხოვს.

11 ივლისს ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, 5 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე მას სასტიკად სცემეს. აქციაზე ძალადობრივ ქმედებებს წინ სწორედ ღარიბაშვილის განცხადებები უძღოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share