თბილისში ფეხბურთის მწვრთნელი 7-8 წლის ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა და აჯერებდა, რომ ეს არის აუცილებელი რიტუალი

ბოლო პერიოდში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი გახმაურდა, თუმცა ეს ამბავი იმდენად შოკისმომგვრელია, რომ „პრაიმტაიმი“ ყველა დეტალის გახმაურებისგან თავს იკავებს.

საქმეში არაერთი არასრულწლოვანი ფიგურირებს, პედოფილიაში მხილებული ფეხბურთის მწვრთნელი კი უკვე 8-წლიან სასჯელს იხდის.

საუბარია ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელზე, რომელიც 7-დან 10 წლამდე ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამათლეს.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share