ექსპერტი გია ხუხაშვილი სოცილაურ ქსელში დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და ხელისუფლებას თავაზობს ოპოზიციას მოუსმინოს:
“როგორ მოიქცეოდა ამ პირობებში პასუხისმგებლიანი, საკუთარ სიმართლესა და ძალებში დარწმუნებული ხელისუფალი?
შეთავაზებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, იქ საგამოძიებო კომისიის შექმნას არჩევნებთან დაკავშირებით. თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთებოდა ისეთი და იმ მოცულობის დარღვევები, რამაც არსებითად დაამახინჯა შედეგები, მაშინ დათანხმდებოდა რიგგარეშე არჩევნებზე.
ქილიკი და 52% ამომრჩევლისთვის ნაცის ძახება ადვილია, მაგრამ ცუდად მთავრდება…”- წერს ხუხაშვილი