“იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება”

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილვის ერთ-ერთი თემა კვლავ საქართველოში მიმდინარე პროცესები იყო. საუბარი საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, 19 აპრილის შეთანხმებასა და ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებას შეეხო.

სენატორმა ჯიმ რიშმა პირდაპირ თქვა, რომ ისიც და კომიტეტის სხვა წევრებიც რეგულარულად იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება.

“თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, როცა არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ჩამოდიან ვაშინგტონში, მუდამ, სხვადასხვა პარტიები და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენთან ჩაერთოს, კავშირი ჰქონდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ პოილიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი”,- თქვა ჯიმ რიშმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share