სწორედ ამ შეხვედრაზე გავიცანი 80 წლის ციური ბაბილოძე, რომელიც 59 წელია მერიის სკოლაში ჭანიეთიდან დადის და ასწავლის. მე და ქალბატონმა ციურიმ გადავწყვიტეთ გურიაში დავაარსოთ ხანდაზმულთა შეხვედრისა და გართობის ცენტრი – ,,კუნკურეხა” – რაც თითქოს ცხოვრებიდან მოტეხილს, მაგრამ შეუდრეკელს ნიშნავს გურულ ლაპარაკში.