ხაბეიშვილი: კალაძის არჩევის შემთხვევაში სიძულვილით და ღარიბაშვილით სავსე ქალაქი გვექნება

სიცოცხლით, სიკეთით და სიყვარულით სავსე ქალაქს დედაქალაქის მერი ნამდვილად ვერ დაპირდება თბილისელებს. მას შეუძლია გარანტია მისცეს თბილისს, რომ სიძულვილით და ღარიბაშვილით სავსე ქალაქი ექნებათ მისი არჩევის შემთხვევაში, რაც, რა თქმა უნდა არ მოხდება. კახა კალაძეს დაუფასეს ის მონური მორჩილება, რაც ამ წლების განმავლობაში მან გამოიჩინა და ვხედავთ, რომ პასუხისმგებლობაც გაიზიარა ქართულ ოცნებასთან ერთად, როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა და ახლა უკვე მერობის კანდიდატმა იმაზე, რაც მოხდა 5 ივლისს. ადამიანს, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს, შეეძლო მთაწმინდიდან გამოქანებულიყო და პირდაპირ პროკურატურაში მიბრძანებულიყო საკუთარ სისხლის სამართლებრივ საქმეზე ჩვენების მისაცემად.

თქვა ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა. გუშინ, 20 ივლისს, ქართულმა ოცნებამ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share