“მე ჩემს ფავორიტს, კახის ვუსურვებ წარმატებას…მინდა ღირსეული კანდიდატურა დაუპირისპირონ”-ოქიტაშვილი

“კახი არის ჩემი უახლოესი მეგობარი. მეგობარიც რომ არ იყოს, ის გულით შეუდგა საქმიანობას, როდესაც აირჩიეს და ძალიან ბევრი დარჩა გასაკეთებელი და ძალიან გამიხარდა, რომ მიიღო ეს შეთავაზება და ის კვლავ იქნება თბილისის მერი. იდეალური არავინაა ამქვეყნად, ყველას აქვს რაღაც შეცდომები და ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, ვაცადოთ იმ საქმეების დაწყება და დამთავრება, რაც მან გააკეთა. მე ოპოზიციასაც მინდა ვუსურვო წარმატება, მინდა ღირსეული კანდიდატურა დაუპირისპირონ კახის და ღირსეულმა გაიმარჯვოს. ძალით კახის წარდგენაზე ვერავის მიიყვანდი. იქ იყო მთელი თბილისის ელიტა. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება. მე ჩემს ფავორიტს, კახის ვუსურვებ წარმატებას”.

განაცხადა კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა მეტრონომთან საუბრისას კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის კომენტირებისას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: