რუსთაველის გამზირიდან აქცია ცესკო-ს შენობასთან ინაცვლებს. აქციის მონაწილეები უკვე დაიძრნენ თამარ ჟვანიას უწყებისკენ. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, უწყვეტი პროტესტი სწორედ იქ გაგრძელდება, რადგან მათი მთავარი მოთხოვნა, სწორედ თამარ ჟვანიას და ცესკო-ს მოქმედი ადმინისტრაციის გადადგომა და ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ახალი არჩევნების ჩატარებაა.
დღეს ოპოზიციამ ხელისუფლებას საღამოს 8 საათამდე მისცა ვადა გადაეხედა საკუთარი გადაწყვეტილებისთვის და გადამდგარიყო თამარ ჟვანია, დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ხელისუფლება ოპოზიციასთან დათმობაზე არ მიდის. ოპოზიცია კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.