“მელიას მხარს არ დავუჭერთ!რა ნამუსით უნდა გვთხოვონ ჩვენ, რომ რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი,როცა 6 თვე გვლანძღავდა და ათას უბედურებას გვაბრალებდა”

“ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ და ნუ იქნებოდნენ ისეთი მოკლემხედველები, როგორიც იყვნენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ 60 დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში, დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ საერთო კანდიდატზე თბილისის მერობის, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე და დავამარცხოთ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში. ყური არ გვიგდეს მაგრამ იგივე ხდება, თუმცა უკუღმა. ახლა ვართ დაშლილი ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ ჩვენ, რომ რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. იმ ოპოზიციონერებმა როგორ უნდა გვთხოვონ ეს ვინც 6 თვე გვლანძღავდა და ათას უბედურებას გვაბრალებდა”.

განაცხადა პარტიამოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ფორმულასინფორმაციით, კვირის ბოლოს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: