ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.