რევოლუციის მოწყობა გინდოდათ? – ეს არ დაიშვება! არ მოხდება! ძალიან წესიერი ადამიანები ვართ, ოჯახში გაზრდილი და ნუ გვასწავლით იმას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან – ურთიერთპატივისცემა ძალიან კარგად ვიცით! – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე.
ყაველაშვილი შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პაპუაშვილი „ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაცია და მის ძალადობას ვერავინ დაიჯერებს“.
„საზოგადოება ყველაფერს უყურებს, ვერავინ დაიჯერებს შალვა პაპუაშვილისძალადობას. ეს არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაცი. ჟურნალისტები ვერ გამოიყენეს, ახლა უნდათ ქალთა უფლებების დამცველებით რაღაც თემა ააგორონ და არ გამოვა ეს ყველაფერი. არავის აქვს სურვილი და არც მქონია მუშტი-კრივში ჩავერთოთ. ბიჭებთან და კაცებთან რა დღეში ვართ ნახეთ? როგორ გგონიათ, ჩვენ რომ წყნარად დავმჯდარიყავით, რას გააკეთებდით თქვენ? რევოლუციის მოწყობა გინდოდათ? – ეს არ დაიშვება! არ მოხდება! ძალიან წესიერი ადამიანები ვართ, ოჯახში გაზრდილი და ნუ გვასწავლით იმას, რაც ბავშვებმაც კარგად იციან – ურთიერთპატივისცემა ძალიან კარგად ვიცით. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს. გელოდებით არჩევნებზე!“- მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ცნობისთვის, პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამსპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
დღეს, ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს შესათავაზა ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი ეთიკის საბჭოს ფორმატში განხილონ.