წულუკიანი ჟურნალისტებს: თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ მთავრობა, აგერ ვარ და გადამაყენეთ

უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა – ეს არის ტვ პირველის კითხვა. ტვ პირველს და ყველას გიპასუხებთ, რომ ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავის გაქვთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. პირველადი შედეგები ექსპერტიზის აჩვენებს იმას, რომ, სავარაუდოდ, არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და [ლექსო ლაშქარავას]გარდაცვალებას შორის არ უნდა არსებობდეს, დაველოდოთ გამოძიებას. თუ რამის თავი გაქვთ გადააყენეთ მთავრობა, აგერ ვარ და გადამაყენეთ

განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: