“არ დავაბრუნებ” – თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავარი არხის ზუგდიდის ბიუროს ჟურნალიტს ემა გოგოხიას, მიკროფონი წაართვა. შემთხვევა სენაკში მოხდა რამდენიმე წუთის წინ მოხდა და წულუკიანი ამ დრომდე არ აბრუნებს მიკროფონს. უფრო მეტიც, კულტურის მინისტრი მიკროფონით პოზირებს და სტატუსებსაც წერს:
“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ” _ წერს წულუკიანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share