როგორც “გურიის მოამბისათვის” ხდება ცნობილი, ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი, 17 წლის მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა.
138 მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს
64 წლის მამაკაცი, ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელია, მოსწავლე კი, ვინც მას სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს, მისი აბიტურიენტია.
აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან ადასტურებს ამავე სკოლის დირექტორი, ეთერ წილოსანი, რომელიც გვეუბნება, რომ 17 წლის გოგონამ, საჩივრით პოლიციასა და სკოლას რამდენიმე დღის წინ მიმართა.
“გურიის მოამბე” დამატებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე გაავრცელებს.