დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ამაზე აქციის მონაწილება რაოდენობა მეტყველებს.
„როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, აქციაზე ადამიანების რაოდენობას, ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება. შესაბამისად დღევანდელმა დღემ და აქციამ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს. ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთები, რომლებიც გამოდიოდნენ დღეს ტრიბუნიდან. ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.