ქარტია: “შესაძლოა თეა წულუკიანის ქმედება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”

მედია-ორგანიზაციები კულტურის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის ქმედებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი თქმით, წულუკიანის ქცევა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავედეს, ამის დადგენის შემთხვევაში კი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

“შესაძლოა თეა წულუკიანის ქმედება შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ჟურნალისტ შეეშალა ხელი საქმიანობაში და მან ვეღარ შეძლო გაეგრძელებინა თავისის საქმიანობა, ამავდროულად, მას წაართვეს ნივთი და გააძევეს დარბაზიდან.

აუციელებელია, რომ სულ მინიმუმ დაიწყოს მოკვლევა, რათა ვიცოდეთ ადგილი ჰქონდა თუ არა დანაშაულებრივ ქმედებას. თუ გამოძიება დაადგენს, რომ რეალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი”, – თქვა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.

“მედიის განვითარების ფონდის” აღამასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის თქმით, წულუკიანმა კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გამოააშკარავა და ის ფიზიკური მოძალადეებისგან არაფრით განსხვავდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share