ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სექტემბრიდან სასკოლო პროცესი კლასებში განახლდება და აგვისტოს თვეში პედაგოგების ვაქცინაციაზე იმუშავებენ. ამ თემაზე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
“სასკოლო გარემო ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოდ უნდა შეხვდეს. ანუ ჩვენ აგვისტოს თვეში ვიმშავებთ რომ პედაგოგიური და სხვა პერსონალის ვაქცინაცია იყოს სრული”, – თქვა მან.