კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სიტყვით გამოსვლისას მას შემდეგ, რაც მან მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და არ დაუბრუნა.
მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ინფორმაციით, ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს, რომელმაც მიკროფონი წაართვა, ვერ მიუახლოვდებიან. ტაბულა გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაგვიკავშირდებიან.
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.