“კულტურის მინისტრი კულტურამდელი რეფლექსებით მოქმედებს,ჩვენ კი აცრაზე ვჩივით…ვის რად უნდა აცრა გამოქვაბულში…”-ლაშა ბუღაძე

კულტურის მინისტრის მიერ „მთავარი  არხის“ ჟურნალისტისათვის მიკროფონის წართმევის ფაქტს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე გამოეხმაურა.
ბუღაძეს აღნიშნული ფაქტი „გამოქვაბულის ადამიანს“ ახსენებს და  ამბობს, რომ კულტურის მინისტრი „კულტურამდელი რეფლექსებით მოქმედებს.“
„ქართულმა ოცნებამ გამოქვაბულის ადამიანი გააღვიძა საკუთარ თავშიც და ბრბოშიც – ყველაზე მდაბალ და პრიმიტიულ ინსტინქტებსაც რომ ვეღარ იმორჩილებენ: დარტყმა მოუნდება – დაგარტყამს, წართმევა მოუნდება – წაგართმევს, გათრევა – გაგათრევს…
გამოქვაბულის ადამიანი ახალი პოლიტიკური რეალობაა, მისი დამალვა ან უარყოფა უკვე შეუძლებელია – როგორც არ უნდა მალოს პარლამენტის ვითომ-შეწუხებულმა სპიკერმა თავისი ჭრელი ნასკებით.კულტურის მინისტრი კულტურამდელი რეფლექსებით მოქმედებს: ნადავლი მოიპოვა და არ თმობს, თან თავისი ტომის ბელადის სახელს გაიძახის შელოცვასავით, გაუმარჯოსო…” – წერს ლაშა ბუღაძე.
https://gtmedia.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share