ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო “წითელი” ქვეყნების სიაში შედის. შესაბამისად, 30 ივლისიდან, ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველოში გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. შესაბამისი შეზღუდვა მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
“აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, და კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა.