გურიის მოამბე

იმნაძე: მახსოვს მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადისო? გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა, ხო?

შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მახსოვს, რომ მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადისო? გამოჩნდა თურმე, რომ ღამე დადიოდა ვირუსი, ხო? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე არ იყო. ამ შეზღუდვებს ჰქონდა თავისი აზრი მაშინ, როცა ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის ალტერნატიული გზები თავის დაცვის. დღეს ეს არის ის პირველ რიგში, ის, რომ არის ვაქცინა და მეორე რიგში, არსებული რეგულაციები. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის და არსებული რეგულაციების დაცვით შეზღუდვები აღარ დავაწესოთ. დღეს მთავარი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება დროულად აიცრას.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

https://metronome.ge/

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: