“ქართული ოცნება” მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში ოზურგეთის მერის პოსტზე, გურიის ვიცეგუბერნატორის, ქეთი მოისწრაფიშვილისა და არჩილ თალაკვაძის გარემოცვიდან ლაშა ჭელიძის კანდიდატურებს განიხილავს.
ამის შესახებ, “გურიის მოამბე”-ს “ქართული ოცნებიდნ” არაოფიციალურად აცნობეს.
წყაროს ინფორმაციით, გახარიას პარტიის მიერ გია ცეცხლაძის კანდიდატურის დაყენების გამო, ხელისუფლებამ გიორგი ღურჯუმელიძის კანდიდატურაზე უარი თქვა.
თუ ვინ იქნება “ოცნების” კანდიდატი კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.