ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ნიკა მელია საარჩევნო მარათონში ერთვება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას ოფიციალურად დღეს წარადგენს. დღესვე დაასახელებენ ვიცე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებსაც.

გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიცე მერობის კანდიდატი იქნებოდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თუმცა, ის ჩვენთან ამ ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ ადასტურებს, რომ ვიცე მერი სწორედ მისი პარტიიდან დასახელდება.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის თავმჯდომარის კანდიდატი კი ელენე ხოშტარია იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share