“წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული, რაც ახლა ხდება ცესკოსთან!”-ნანუაშვილი

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ცესკოსთან ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს! ეს არის დანაშაული, რაც ახლა ხდება ცესკოსთან!
ეს არის უკვე ძალის გადამეტება. არსებობს ამასთან დაკავშირებით გაეროს მიერ მიღებული წესები. წყლის ჭავლის გამოყენება შესაძლებელია მასობრივი არეულობისას, ისეთ დროს, როცა საფრთხე ექმნება მოქალაქეთა ჯანმრთელობას ან ქონების განადგურებას.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share