ვერცხლი საერთაშორისო ტურნირიდან
19 – 22 ივლისს ქ. ქუთაისში სპორტის სასახლეში , დაშნით ფარიკაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, ორ ასაკობრივ ჯგუფში ( 2004 – 05წწ ; 2006 – 07წწ) გაიმართა.
ტურნირზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ფარიკაობის სექციის სპორტსმენებმა იასპარეზეს.
შეჯიბრზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ოზურგეთელ ლევან ბოლქვაძეს. ლევანმა ასპარეზობაზე მეორე ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი ქუთაისელ მოფარიკავესთან, მერაბ ლეჟავასთან დათმო. ოზურგეთელი სპორტსმენი მხოლოდ ორი ქულით 13 : 15 დამარცხდა.
ლევან ბოლქვაძე ასპარეზობისათვის მალხაზ კვაჭაძემ მოამზადა.
ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება.