წაგებულ თამაშში შედის, მაგრამ ვინაიდან მაინც დათანხმდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქე რომ ჰყავთ, გიჟი, ეტყობა, ის აწვებათ, რომ მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, მელია წაგებისთვის არის განწირული.
„განწირულია წაგებისთვის. როგორ შეიძლება, მელია კალაძის სერიოზულ კონკურენტად ავიქვათ? როგორ უნდა შევადაროთ კალაძეს. მელია ამბობდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი უნდა ვიყოო. „გირჩი“ ცალკე იბრძვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე იქაჩება, „მოქალაქეები“ ცალკე, „ლელო“ ვერ ჩამოყალიბდა და ბოკერია და ნაციონალები არიან ერთად? – ეს ისედაც ხომ ვიცოდით, რომ ერთი მთლიანი იყვნენ, ვის ატყუებენ? – დამარცხდება და დაიწყებს საუბარს არჩევნების გაყალბებაზე. არადა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არჩევნები ღია და გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.