ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი, რომელიც რამდენიმე კვირა სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„ჩვილი მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, თუმცა, ჯერჯერობით განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. 90 ბავშვი პაციენტი მყავს, აქედან 25 რეანიმაციაში წევს“ – აღნიშნავს კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე, “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.