პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ქობულეთში პარტიის ოფისის გახსნისას ჟურნალისტებს განუცხადა:
“აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ეს არჩევნები არ არის მხოლოდ მუნიციპალური მნიშვნელობის. ამ არჩევნებს აქვს სხვა უფრო დიდი დატვირთვა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ მნიშვნელობა როგორც ამ არჩევნების, ასევე ის, რამდენად ღირებული იქნება მათი არჩევანი“,- განაცხადა გახარიამ.