ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, 64 წლის პედაგოგი, რომელიც თავის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში არის ეჭვმიტანილი – დაკავებამდე გაიტაცეს და ცემეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” საკუთარმა წყარომ აცნობა.
გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგი მსხვერპლის ახლობელმა, ყოფილმა პოლიციელმა, მას შემდეგ გაიტაცა და ცემა, როცა მისთვის დაზარალებული გოგონას მეგობრისაგან, პედაგოგის ძალადობის შესახებ გახდა ცნობილი.
წყაროს ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს ამ დღეებში ბრალს ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო წაუყენებენ და დააკავებენ.
როგორც წყარო გვიმტკიცებს გამოძიებას ნაცემი პედაგოგის ექსპერტიზის დასკვნაც აქვს და ამ მიმართულებით ჩატარებულია ყველა საგამოძებო ღონისძიება.
იმავე წყაროს ცნობით პედაგოგთან ერთად ყოფილმა პოლიციელმა მისი შვილიც გაიტაცა.
ცნობისათვის: ჩოხატაურის პოლიციამ გუშინწინ ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების გამო ამავე სკოლის 64 წლის პედაგოგი დააკავა.
მას გამოძიებამ ბრალი სსკ 138 მუხლით წაუყენა.