შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იარაღის შესახებ კანონსა და კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმადაც, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება აიკრძალება.
აკუსტიკური იარაღის გამოყენება მხოლოდ კონკრეტული მიზნით იქნება დასაშვები. გარდა ამისა, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრა კანონით დადგენილი მიზნით იარაღის განმუხტულმდგომარეობაში გადატანა-გადაზიდვისვალდებულება.
ამ რეგულაციების დარღვევისთვის, იარაღის კონფისკაციასთან ერთად, პირს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, 1 წლის განმავლობაში კანონდარღვევის განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აკუსტიკური იარაღი არ წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას და მისი ერთადერთი დანიშნულება ფუჭი ტყვიების გასროლა და აკუსტიკური ეფექტის შექმნაა. შესაბამისად, მსგავსი ტიპის იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება და გამოყენება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვანსაც კი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლო