თალაკვაძე პლაკატებზე: შეიძლება, მომავალში კიდევ გამოჩნდეს და ეს გააკეთოს ენმ-მაც

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე თბილისში გაკრულ ჰომოფობიურ პლაკატებს ეხმაურება. თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი პლაკატები მომავალში კიდევ გამოჩნდეს, და ეს, შესაძლოა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთოს.

“რაც შეეხება ასეთი ტიპის პლაკატებს, რომელიც არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამაც და ვხედავთ, რომ მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები წინა დღეებში აკრავდნენ პლაკატებს, რომლებიც ხელს უწყობდა ამ პოლარიზაციას და დაპირისპირებას”. – თქვა არჩილ თალაკვაძემ იმედის ეთერში.

“არა ნაცებს, არა ბოროტებას!” – წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური პლაკატები გამოაკრეს. პლაკატებზე გამოსახულნი არიან პოლიტიკოსები, კრიტიკული მედიის მენეჯერები და სამოქალაქო აქტივისტები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share