გურიის მოამბე

“რა მოხდა მერე მეც კი მეალერსებოდა სკოლაში პედაგოგი” – ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი

“არანაირ სექსუალურ ძალადობას ადგილი არ ქონია, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგების დისკრედიტაციის მცდელობა, მოადინენ უკვე ჟრნალისტების, არასამთავრობოების, ყველა სფეროს წარმომადგენლების დისკრედიტაცია და ახლა მიადგნენ პედაგოგებს. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფმა როცა ის აბიტურიენტს მისსავე კომპიუტერში გამოსახულ საკითხზე შეკითხვას პასუხობდა, 64 წლის კაცია პასუხისას ცალი ხელით დაეყრდნო 18 წლის გოგონას მუხლს და მეორე ხელით აუხსნა აბიტურიენტს საკითხი, ეს სულ განმეორდა ორჯერ, მეორეჯერ გოგონამ ხელი ააღებინა, ადამიანი შეწუხდა ეს რატომ იფიქრა სხვანაირადო და იმ წამსვე ათასი ბოდიში მოუხადა მამაშვილურად. რა მოხდა მერე, მე სკოლაში პედაგოგები მეალერსებოდა ყველაფრის ხაზგადასმა ხომ არ შეიძლება.”

აცხადებს ბრალდებული პედაგოგის ადვოკატი დავით მამალაძე.

ის არ პასუხობს კითხვას გაიტაცეს თუ არა და ცემეს გოგონას ახლობლებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნება, თუმცა ადასტურებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით პოლიციამ გოგონას ოჯახის ახლობელი ყოფილი პოლიციელის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ცნობისათვის: ჩოხატაურის პოლიციამ ამ დღეებში აღნიშნული საჯარო სჯოლის 64 წლის ისტორიის მასწავლებელს, აბიტურიენთთანმ რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო, სექსუალური ძალადობის მაგვარი ქმედების გამო ბრალი წაუყენა.

გუშინ გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ამის საპასუხოდ გოგონას ახლობლებმა პედაგოგი გაიტაცეს და ცემეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: